saqarTvelos mRvimeebi - aZabis mRvime
კარსტული მღვიმე ეშერის პლატოზე, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდინარე გუმისთის აუზში. ვრცელდება ზღვის დონიდან 245 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება მაღალი შესასვლელით (სიმაღლე 10-12 მ, სიგანე 5 მ). იგი სიღრმეში თანდათან ვიწროვდება (ზ. 2-4X2-3 მ) და გვირაბის ფორმას იღებს. მღვიმის ჭერი წინა ნაწილში რამდენიმე ადგილას იხსნება. ძირითადი მაგისტრალი ინვითარებს განშტოებებს ვიწრო ნაპრალის სახით. მღვიმე ბოლო ნაწილში ორად იტოტება. ძირითადი მაგისტრალი ნახევარსიფონის შემდეგ უკავშირდება დარბაზს და შემდეგ სიფონით თავდება. მღვიმის ჯამური სიგრძე 280 მ აღწევს, ხოლო ძირითადი მაგისტრალი 160 მ. სტალაქტიტები და სტალაგმიტები სუსტადაა განვითარებული.
მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ნგრევის ადგილობრივი მასალა (კირქვის ლოდები); ორგანოგენულიდან - გუანო. ჰავა დინამიურია. მღვიმეში გამდინარე ნაკადი ოთხ მოზრდილ ტბას აჩენს. მღვიმეში მოიპოვება ნიჩაბფეხიანი უდაბლესი კიბოები, ღამურები, ტოლფეხიანები, ობობები, მწერები და სხვ. ადვილი გასასვლელია, არსებობს გეგმა და ჭრილი.